პარასკევი, 17/მაისში/2024, 05:46
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
ა ლ ი გ ა ტ ო რ ი
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
მთავარი » 2008 » ივნისი » 9 » ჰოროსკოპი
ჰოროსკოპი
14:36
მშვილდოსანი (23.11-21.12)
საერთო დახასიათება

22 ნოემბერი – 21 დეკემბერი
ზოდიაქოს 9 ნიშანი.
ცეცლის 3 ნიშანი.
3 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – იუპიტერი.
მედნიერი რიცხვები : 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: კენტავრი, მოისარი – მითოლოგიური არსება, რომელსაც თავი, ხელები და სხეულის ზედა ნაწილი კაცისა აქვს, მკერდს ქვემოთ კი – ცხენისა.
ასტროლოგიური ფერები: ლურჯი, მწვანე, იისფერი, მეწამული.
ასტროლოგიური თვლები: ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი.
მშვილდოსანი განაგებს ჰოროსკოპის მე-9 სახლს.

იუპიტერს ასტროლოგები წარმატების პლანეტას ეძახიან. მას შეუძლია თავის შვილებს წარმატება, სახელი და დიდება და კეთილდღეობა უწყალობოს. იქნებ  მეტის მეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ძლევამოსილ პლანეტას ყველივე ეს ძალუძს. იუპიტერი დასაწყისში მკაცრ გამოცდას უწყობს მშვილდოსანს, აიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიაროს იმ იდეალიზმის საპოვნელად, რომელიც, სინამდვილეში, მასშია. მაგრამ მშვილდოსანს უჭირს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მისი შნაგანი სიმშვიდე სამყაროს მისეულ აღქმაზეა დამოკიდებული.
მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ“ თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ფარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ.
იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად  და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცოხრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს  და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება.
მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. როგორც მათი სიმბოლო – მოისარი კენტავრი. მშვილდოსნები პირდაპირნი არიან მანერებითა და ლაპარაკით. მათი ნათქვამი ნატყორცნი ისარივით ხვდება მიზანს. თავიანთ აზრს ისე ამბობენ, ხვისას არად აგდებენ. ისინი გამჭრიახი დამკვირვებლები არიან და თავს ვერასდროს იკავებენ, რომ თავიანთ საყვარლებს შენიშვნა არ მისცენ. ეს შენიშვნები ხშირად სასარგებლოა და არა მარტო კრიტიკული. მაგრამ შვილდოსანმა უნდა იცოდეს, რომ ყელა მასავით ობიექტური არ არის, რომ მისი კეთილი განზრახვა ხშირად არასწორად გაიგება.
მშვილდოსანი თავისი გრძნობებითა და განზრახვით ძალიან რომანტიკული და ვნებიანი, სინდისიერი და პირდაპირია, მაგრამ ხშირად ზედაპირულად, ზოგჯერ კი პირმოთნეობად უთვლიან. მშვილდოსანს არ უნდა ეწყინოს, თუ მის მიმართ უყურადღებობას ან აგდებულ დამოკიდებულებას გამოიჩენენ. გულში წყენა არ უნდა ჩაიყოლოს ხალხის წინააღმდეგ – ხალხი ხომ მისი სიხარულის ერთადერთი წყაროა. ხვალინდელი დღის რწმენა უნდა ისწავლოს.
რატომაც არა! იუპიტერი ხომ მათი მძლავრი მეურვეა.
გულღიაობის მიუხედავად, მშვილდოსანი ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს მისი იდეალისტურობის შედეგია. მას სიყვარული და მეგობრობა მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს.
კვლავ და კვლავ ენდობა ხალხს და ეს არის მისი წარმატების  დიადი საიდუმლოება – მათი შეურყეველი რწმენა, რომელიც ჩვეულებრივ უხვი ჯილდოთი ანაზღაურდება.
მშვილდოსანი – ასტროლოგიური ნიშანია, რომელიც უდიდეს მეოცნებეებს წარმოშობს, თანამედროვე გულცივ სინამდვილეს რომ ვერ უწყობენ ფეხს.
ნანახია: 927 | დაამატა: AliGator | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები

 

love.tot.ge/index.php?url=aligatori.ucoz.ru
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

| Copyright MyCorp © 2024 | |