პარასკევი, 17/მაისში/2024, 06:19
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
ა ლ ი გ ა ტ ო რ ი
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
მთავარი » 2008 » ივნისი » 9 » ჰოროსკოპი
ჰოროსკოპი
14:44
ქალწული (23.08-21.09)
საერთო დახასიათება

23 აგვისტო - 23 სექტემბერი
ზოდიაქოს 2 ნიშანი.
2 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა: მერკური
ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა, რაც 5-ზე იყოფა
ასტროლოგიური სიმბოლო: ქალწული.
ასტროლოგიური ფერები: თეთრი, ღია ცისფერი და მწვანე.
ასტროლოგიური თვლები: აქატი, იასპი, ზურმუხტი და ტოპაზი.
ქალწული განაგებს ჰოროსკოპის მე-6 სახლს.


მერკური, ღმერთების მარდი მსრბოლი, ქალწულსა და მარჩბივს(ტყუპებს) მართავს, მაგრამ ამ ორ ნიშანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ქალწული მიწის ნიშანია და მერკური ქალწულზე ზემოქმედებისას უფრო პრაქტიკულად იქცევა, ვიდრე მარჩბივზე, ჰაერის ნიშანზე მოქმედებისას. აქ იგი ქარაფშუტა და თავნებაა.
ქალწულის ნიშნიანები მძლავრად განვითარებული ანალიტიკური ჭკუით არიან აღჭურვილი. ისინი ცდილობენ ყველაფერი დაალაგონ, დაახარისხონ და საკუთარი სახელები დაარქვან. მათ გააჩნიათ გემოვნების, მზერის, სმენისა და ყნოსვის გრძნოები. ნიშნის სიმბოლო ქალწულია. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ წმინდა და ყველაფერზე ამაღლებულნი არიან, მაგრამ დაკვირების მათეული საუცხოო უნარი ადამიანური ნაკლოვანებების შემჩნევის საშუალებას ანიჭებს მათ. ჩვეულებრივ, ქალწულს არ მოწონს ყველაფერი, რასაც ის ხედავს, ამიტომ, ქალწულის მსგავსად, ხშირად განერიდება ხოლმე მას.
იგი სამუშაოში ჩაიძირება ხოლმე. დიახ, მუშაობას ქალწული აღმერთებს. ქალწული წარმატებებს აღწევს ლოგიკაში, წესრიგში, თანმიმდევრობასა და დისციპლინაში.
თავის კუზენების – საჰაერო ნიშნიანი მარჩბივისაგან განსხვავებით, ქალწული ადვილად როდი გამოდის მდგომარეობიდან. იგი ხშირად გულჩათხრობილია და შესაძლოა ზომაზე ფრთხილი. ქალწულის ნიშნის ადამიანთა უმეტესობა ძლიან დამოუკიდებელია. მათ სწამთ, რომ თავის ძალებში დაჯერება და თვითპატივისცემა აძლევს ადამიანს ბედნიერებას და გონებრივ სიმშვიდეს. მათ მოქმედებაში ინტელექტუალური ინტერესები ბატონობენ. მათი სამოთხე აზროვენების სფეროში, მის იდუმალებაში და მიღწევებშია.
ერთი სიტყვა არსებობს, ამ ნიშნის ხალხს ყველაზე უკეთ რომ ახასიათებს – უტილიტარისტი. მათთვის არ არსებობს მეტად ძნელი ამოცანა, არც მცირე და უმნიშვნელო დეტალები არსებობს.
ქალწული – დაბადებით კრიტიკოსია. და მისი კრიტიკა, ჩვეულებრივ, სამართლიანია, მაგრამ ხშირად უხეშია და გულს ტკენს ადამიანს. ამ ნიშნის ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უსიამოვნო და ტკივილის მომნიჭებელი კრიტიკა იშვიათად აღწევს მიზანს.  ისინი ძნელად თუ ვინმეს შეაქებენ, ზედმეტ ქებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველაზე ძნელი მათთვის კომპრომისების წინააღმდეგ ბრძოლაა. ეტყობა, მოუხდებოდათ ვარდისფერი სათვალის გაკეთება, რათა ნაკლები ცინიზმით შეხედონ ქვეყანას, თორემ მათთვის მიზანთროპობაში გადავარდნის საფრთხე არსებობს.
რადგანაც ქალწული ასეთი მწვავე ანალიტიკური შესაძლებლობებით არის დაჯილდოებული, მას ხვებზე მეტი ბრძოლა მოუხდება, რათა მეტი ნათელი შემატოს თავის ხასიათს. ისინი ხშირად ხდებიან ოჯახის მონებად, უმნიშვნელ დეტალებს ემსხვერპლებიან, ხოლო მთავარს ვერ ამჩნევენ ხოლმე. თავიანთ ანალიტიკურ და კრიტიკულ უნარს თუ მოთოკავენ, ქალწულის ნიშნიანები უმაღლეს მწვერვალების მიღწევასაც შეძლებენ. მათგან გამოდიან ნიჭიერი ორგანიზატორები, გამოჩენილი ადმინისტრატორები, მმართველები და დირექტორები. მთავარი საფრთხე, რომელიც წარმატების გზაზე გადაეღობება მათ, ის არის, რომ ცხოვრების სიამოვნებათაგან სიხარულის შეგრძნების უნარი შიძლება დაკარგონ. გულცივობისა და ულმობლობის საფრთხეც ემუქრებათ, მაგრამ ქალწული იშვიათად იღებს სხვისაგან დახმარებასა და სიმპატიებს ამ საფრთხისაგან თავის დასაღწევად, იმოტომ რომ თვითკონტროლის ამ ფარდის მიღმა შინაგანი ფორიაქი იმალება.
მერკური, მმართველი პლანეტაა, თავის ქვეშემრდომთ ხანგრზლივი სიცოცხლით აჯილდოვებს, ამიტომ ქალწულთა უმეტესობა ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურება. ზრუნვით გამოწვეული ნაოჭები გვიან ეწვევა მათ მშვიდ სახეს.
ნანახია: 739 | დაამატა: AliGator | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები

 

love.tot.ge/index.php?url=aligatori.ucoz.ru
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

| Copyright MyCorp © 2024 | |