პარასკევი, 17/მაისში/2024, 08:00
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
ა ლ ი გ ა ტ ო რ ი
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
მთავარი » 2008 » ივნისი » 9 » ჰოროსკოპი
ჰოროსკოპი
14:45
ლომი (24.07-22.08)
საერთო დახასიათება

23 ივლისი – 22 აგვისტო
ზოდიაქოს 2 ნიშანი
ცეცხლის 2 ნიშანი
მმართველი პლანეტა: მზე
ბედნიერი რიცხვი 1 და 11
ასტროლოგიური სიმბოლო: ლომი.
ასტროლოგიური ფერები: ალისფერი, მოყვითალო, ყავისფერი, მეწამული და შავი.
ასტროლოგიური თვლები: ალმასი, ლალი, ტოპაზი.
ლომი მართავს ჰოროსკოპის მეხუთე სახლს.


როდესაც ზეციური მეუფენი შეიკრიბნენ, რათა ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის თავიანთი ძღვენი ეწყალობებინათ, ლომის ნიშანთან მისვლის დროს, ეტყობა, საუკეთესო გუნებაზე გახლდნენ, ისე უხვად არის ეს ნიშანი მათგან დაჯილდოებული. მმართველი პლანეტად მზის მეტი რომ აღარაფერი გაემეტებინათ ლომისთვის, ესეც საკმარისი იქნებოდა მადლობის სათქმელად, მაგრამ ღმერთები მეტისმეტად მოწყალენი იყვნენ იმ დღეს; მათ აქციეს ლომი მუდმივ ნიშნად, მიანიჭეს მას სტაბილურობა და ამით გამოხატეს თავიანთი სურვილი, წარმატებისა და ძალაუფლების გზაზე დახმარებოდნენ ლომებს.
შემდეგ ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ ლომი ცეცხლის ნიშანი იქნება, ამით მისცეს მას ენერგიულობა, სითბო, გულითადობა. და ბოლოს, ღმერთები შეთანხმდნენ, რომ მართავს ჰოროსკოპის მე–5 სახლს, რომელიც სიყვარულსა და თეატრს განაგებს. მაგრამ ერთი ღმერთი უკმაყოფილო იყო სხვების. მიაჩნდა, რომ ისინი ლომს აფუჭებენ – ეგებ აგვისტოს ხვატმა გააღიზიანოს გიგი! მან დაწყევლა ლომი; ისეთი ნაკლი დააკვება, რომელიც სხვა ღმერთბის მიერ მიძვნილი უპირატესობების გამოყენებაში უშლის ხელს.  ეს ნაკლია – უკიდურესი პატივმოყვარეობა და სიამაყე. იმავე ღმერთმა იმასაც მიაღწია, რომ ლომის ნიშნის მუდმივობა სიჯიუტეს მიახლოვებოდა. ამ ამბის მორალი ასეთია: ლომი თავისი მაღალი ღირსებებიდან იმ შემთხვევაში ნახავს სარგებელს, თუ თავის პატივმოყვარეობას მოთოკავს და თავმდაბლობასა და მორჩილებას გამოიჩენს, ეს კი ყელაზე ძნელი გამოცდაა ლომისთვის.
მაგრამ ლომს გონებაც კარგად აქვს განვითარებული, რომ თავის თავთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. ის ინტელექტითა და მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული, რაც მისკენ იზიდავს ხალხს. მაგრამ ლომი არ აუნდა შეეცადოს ყველაზე იბატონოს. მაღალგანვითარებული გონებისა და მოხდენილი მანერების გამო ლომს ხშირად მეფურ ნიშანსაც ეძახიან. მისი ასტროლოგიური სიმბოლო – ლომი – ჯუნგლების მეფედ ითვლება, მაგრამ ყველა ხელისუფალთა მსგავსად, ლომმაც მოკრძალებით უნდა ატაროს გვირგვინი. უნდა ახსოვდეს თავისი მთავარი ცოდვა – პატივმოყვარეობა. მზე, ლომის მმართველი პლანეტა, პატივმოყვარეობითა და დიდი მისწრაფებებით აღავსებს მას, მაგრამ მხოლოდ სასიკეთო საქმეებში უნდა დახარჯოს თავისი ენერგია. ლომს უყვარს საზოგადოებაში გამორჩეული კაცის მეწამული მანტიის მოსხმა, წვეულებების გამართვა, ხალხის შექცევა, უხვი კერძებითა და მაგარი ღვინოებით გამასპინძლება. მაგრამ ლომს უნდა ახსოვდეს, რომ თეატრალური ასპექტების სიყვარულმა უბრალო პოზიორობამდე არ მიიყვანოს. იმ ფაქტსაც უნდა შეეგუოს, რომ მწვერვალის მისაღწევად დაბალი საფეხურებიდან უნდა დაიწყოს, თუნდაც შავ სამუშაოს ვერ იტანდეს და წვრილმანი საქმეები მისთვის შეუფერებლად მიაჩნდეს. ამ ნიშნის ადამინაები ბუნებით ბელადები და ხელმძღვანელები არიან. მართალც და ლომების უმეტესობა ზემდგომ, გაკონტროლებულ პოზიციებს ეტანება, მაგრამ მათ დემოკრატიული გზით უნდა გასწიონ კონტროლი, თორემ აუტანელ პატარა ნაპოლეონებად იქნევიან. დიახ, ბონაპარტე ლომის ნიშნით იყო დაბადებული. მუსოლინიც.
ლომის ნიშნის ქალები ძალიან იზიდავენ მამაკაცებს, მაგრამ მეტისმეტად არ უნდა გაიპრანჭონ, თორემ შესაძლოა სწორედ ის კაცი დაკარგონ, რომლის ხელში ჩაგდებაზეც ოცნებობენ.
მამაკაცი – ლომები თავიანთ  სატრფოებს იმდენს ელაპარაკებიან თავიანთ თავზე, შესაძლებლობებზე, რომ შეიძლება ყბედად ჩათვალონ. მამაკაცი ლომები შეუპოვარნი არიან. ლომის ბოლომდე განუვითარებელი ტიპები გაცხარებისას ხშირად ფიზიკურ ძალას მიმართავენ, ვინც მათ ურყევ და უცვლელ აზრებს არ ეთანხმება, მათთან ჩხუბზე გადადიან.
განუვითარებელი ტიპის ქალებს მოდის მიმდევარ, დახვეწილ ქალებად უნდა თავის გასაღება. ამ მიზნით მძაფრ სუნამოებს ხმარობენ, რისკიანად, უგემოვნოდ იცვამენ და პირიქით, საწინააღმდეგო შედეგს აღწევენ. 
ლომის ნიშნისანები მეგობრულნი, მაგრამ გრძნობაში არცთუ ღრმანი არიან. მათში თითქოს ჩამონტაჟებულია მექანიზმი, რომელიც მათ გრძნობებს აკონტროლებს და სწორედ იმ მომენტში გადართავს, როდესაც ლომის ღირსებას ჩრდილი უნდა მიადგეს. არცერთ ნიშანს არ შეუძლია ისე ერთბაშად და დაუნანებლად დატოვოს საყვარელი, როგორც ლომს.
როცა ლომი ახერხებს შეზღუდოს ბატონობის სურვილი, ტრაბახს მოუკლოს და ნება არ მისცეს თავსი უკიდურეს სიამაყეს, ყველაზე ამაღლდეს, იგი საუცხოო ხდება.  ამ დროს მართლაც „მეფური  ტიტულის“ ღირსია. მას დიდი კეთილშობილება შეუძლია, როცა ხალხთან ურთიერთობაში დემოკრატიულობას მიეჩვევა, ნახავს, რომ  ხალხი ისედაც ყურადღების ცენტრში იყოლიებს მას. ლომმა ნაწილობრივ უნდა შეინარჩუნოს სცენიურობის ნიჭი პირადი ცხოვრებისათვის. უნდა მოიშალოს იმპულსურობა და გულფიცხობა, ისწავლოს თავისი გრძნობების გამოხატვა და სხვისი გრძნობების გათავისება.
სანამ  სამაგიეროს შეთავაზებისთვის მზად არ არის, ამდენს ნუ მოსთხოვს სხვას. უნდა მიხვდეს, რომ არ ზრუნავენ იმაზე, სხვის თვალში როგორ გამოიყურებიან, პირიქით, იმის ცდაში არიან, რაც შეიძლება მეტი მიიღონ ამ ცხოვრებისაგან.
ნანახია: 749 | დაამატა: AliGator | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები

 

love.tot.ge/index.php?url=aligatori.ucoz.ru
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

| Copyright MyCorp © 2024 | |