პარასკევი, 17/მაისში/2024, 05:16
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
ა ლ ი გ ა ტ ო რ ი
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
მთავარი » 2008 » ივნისი » 9 » ჰოროსკოპი
ჰოროსკოპი
14:46
კირჩხიბი (22.06-23.07)
საერთო დახასიათება

21 ივნისი - 22 ივლისი
ზოდიაქოს 4 ნიშანი.
წყლის 1 ნიშანი.
მეორე ძირითადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – მთვარე.
ბედნიერი რიცხვი – 2 და ყველა რიცხვი, რომლებიც 2-ზე იყოფა.
ასრტოლოგიური სიმბოლო – კიბო.
ასტროლოგიური ფერები: ბაცი ლილისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე ბარდის ფერი და ბაცი ნარინჯისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ოპალი, მთვარის ქვა, ბროლი.
კირჩხიბი განაგებს ჰოროსკოპის მეოთხე სახლს

მთვარე, ცვალებადი პლანეტა, თავის 28 დღიან ციკლში 4-ჯერ რომ უვლის ფაზებს, თავის ქვეშემრდომებს ძალიან ემოციურ, მგრძნობიარე ადმიანებად ხდის, რომლებიც განწყობას ადვილად ემორჩილებიან, როცა მთვარის კარგ ციკლში მოხვდებიან; ისინი მომხიბლავნი და მიმზიდველნი არიან ,მაგრამ როცა ცუდ ფაზაში არიან – აუტანელნი ხდებიან.
კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდრე ყვალა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე დროს იგი ისევე პატივმოყვარეა, როგორც თხის რქა. მაგრამ თხის რქისაგან განსხვავებით, კირჩხიბი წარმატებისაკენ შემოვლითი გზით მიდის ისე, როგორც მისი სიმბოლო კიბო. იგი ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდება მას, რის დაუფლებასაც ლამობს; შემდეგ სრულიად მოულოდნელად, იპყრობს ნადავლს, კიბოს მსგავსად  მაგრად უჭირავს და არაფრის დიდებით ხელიდან აღარ გაუშვებს. მთვარე ქალების მმართველია, ამიტომ ქალი – კირჩხიბი თავის სტიქიაში გრძნობს თავს. მამაკაც – კირჩხიბს, გინდაც ძალიან ვაჟკაცური ხასიათის იყოს, მაინც აქვს ქალისათვის დამახასიათებელი თვისებები. მამაკაცი კირჩხიბი სხვა ნიშნებზე ნაკლებ აგრესიულია სასიყვარულო ამბებში, მაგრამ მიამიტობის ისეთ მომხიბლავ ფასადს ქმნის, რომ ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმას აკისრებინებს.
მაგრამ, შეცდომებით ეს ნიშანი სუსტი და გაუბედავი რომ არ გეგონოთ, ნება მომეცით მოგახსენოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კირჩხიბის ნიშნით არის გაჩენილი, ასევე – ნიუ–იორკი, სადაც არის მსოფლიოს ფინანსური ცენტრი   „ნიუ–იორკი“. კირჩხიბსა და შეერთებულ შტატებს შორის პარალელს თუ გავავლებთ, დავინახავთ, რომ მას შეუძლია ფული კონტროლის საშუალებად გამოიყენოს, ამერიკას ხომ ფინანსური კავშირი აქვს ყველა ქვეყანასთან.
კრიჩხიბი კომფორტის მოყვარე ნიშანია. იგი ჰოროსკოპის მეოთხე სახლს განაგებს, ამიტომ სახლი და მისი მოწყობილობა ძალიან დიდად უღირს მას. კირჩხიბის ფსიქოლოგია ისეთია, რომ იგი ჯერ ბაზას მოიპოვებს, შემდეგ უხიფათოდ იმოქმედებს. კიბო  კუჭით მართავს, ამიტომაა ნიუ–იორკში ამდენი კაფე და რესტორანი, შეერთებულ შტატებში ასვე უხვად კეთდება სახლისა და სამზარეულოსათვის საჭირო მრავალნაირი მოწყობილობა. ნერვიული დაძაბულობის დროს კრიჩხიბი უხალისოდ ჭამს.
კირჩხიბი ძალიან ეჭვიანია და იშვიათად ავლენს თავის შინაგან „მეს“ სასიყვარულო საქმეებშიც და ბიზნესშიც, თუნდაც თავის თავში დარწმუნებული იყოს.
კირჩხიბი ძალიან ღრმა ნიშანია. ამ ნიშნის ხალხი სიბერემდე ინარჩუნებენ ჭაბუკურ შეხედულებას. ამ ნიშნის მამაკაცები სხვა ნიშნებზე უფრო დიდხანს ცხოვრობენ დედების გვერდით.
კირჩხიბს სჭირდება იმ ადამიანების კეთილგონიერება, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს. იგი ვერ იტანს მკაცრ ლაპარაკს და მკაცრ კრიტიკას დამსახურებული ინება იგი თუ –არა.
იმის მიუხედავად, რომ კირჩხიბს შინაურობა უყვარს, მოგზაურობაც ძალიან იტაცებს, განსაკუთრებით ზღვაზე მოგზაურობა. კირჩხიბი ხშირად სევდით იგონებს წარსულს, ბავშოვობას.
კირჩხიბი ძნელად და იშვიათად რომ გაშმაგდეს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, იგი ძალადობას მიმართავს. მთვარე ყოველგვარი სითხეების მმართველია, ამიტომ კირჩხიბი ზომიერად უნდა შეექცეს ალკოჰოლიან სასმელებს.
დადებითად განვითარებული ტიპის კირჩხიბი ერთგულია და ბევრი მათგანი სამშობლოს პატრიოტთა შორისაა. ისინი რომანტიკულები არიან და თავგანწირვაც შეუძლიათ. თავიანთი სიმბოლოს – კიბოს მსგავსად, მათ კიბოს ჯავშანივით უნდა გაამაგრონ თავიანთი ადვილად მოწყალე გული. თავდაცვის ინსტიქტის წყალობით კირჩხიბს ფინანსურად გენიალური შესაძლებლობები გააჩნია.
ნანახია: 872 | დაამატა: AliGator | რეიტინგი: 4.0/2 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები

 

love.tot.ge/index.php?url=aligatori.ucoz.ru
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

| Copyright MyCorp © 2024 | |