პარასკევი, 17/მაისში/2024, 05:46
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
ა ლ ი გ ა ტ ო რ ი
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
მთავარი » 2008 » ივნისი » 9 » ჰოროსკოპი
ჰოროსკოპი
14:49
კურო (21.04-21.05)
საერთო დახასიათება

21 აპრილი – 20 მაისი.
ზოდიაქოს 2 ნიშანი.
მიწის 1 ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ვენერა.
ბედნიერი რიცხვი – 6 და ყველა რაც 6–ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო – ხარი.
ასტროლოგიური ფერები: ყველა საგაზაფხულო ფერი: ლიმონის ფერი, თეთრი, მწვანე და იასამნისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ბრილიანტი, ოპალი, მთვარის ქვა.
კურო მართავს ჰოროსკოპის მე–2 სახლს.

კუროს მმართველი პლანეტა – ვენერა – მასზე სრულიად სხვაგვარად მოქმედებს, ვიდრე სასწორზე. კუროსთან ურთიერთობაში ვენერა ნაკლებ რთულია და პრეტენზიული, ადვილად იცილებს ყველივეს არამიწიერსა და ინტელექტუალურს და მიწაზე ეშვება. ტიპიური კურო – თბილი, მეგობრული, ნაზი და ვნებიანი ადამიანია, თუმც შეიძლება ეს არც გამოაჩინოს. ხარი – ამ ნიშნის ზუსტი სიმბოლოა. მიზნის მისაღწევად კურო ძალას იყენებს. კუროს ნიშნიანებს ხშირად „ქვეყნის მარილს“ უცოდებენ, მათში სიტკბო არ არის. მათ იციან, რაც უნდათ და ბეჯითად შრომობენ მისთვის.
კურო– მამაკაეცბი ხშირად კეთილნი, უწყინარნი არიან, ადვილად ემოჩილებიან თავიანთი ხასიათის რბილ თვისებებს, მაგრამ ამას ტემპერამენტის ნაკლებობად ნუ ჩათვლით და მათ წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ნუ მოჰყვებით. კურო ძნელი გასაჯავრებელია, ასევე ძნელია მათი შნაგანი ანტაგონიზმის გამოვლენა, მაგრამ თუ გაჯავრდნენ, ისინი „ფაიფურის ჭურჭლის მაღაზიაში მოხვედრილ მოზვერს“ ემსგავსებიან, რაც შეხვდებათ, ყველაფერს რომ ლეწავენ.
არის ერთი საბავშვო ზღაპარი – „ხარი ფერდინანდი“, რომელიც კუროს ხასიათის რბილ ნიშნებს გვიჩვენებს. სახარე მოზვერს არენაზე ბრძოლას ასწავლიდნენ, მაგრამ პრიველ ასპარეზობაზე გამოსვლის დროს ყვავილი შენიშნა და, მატადორზე თავდასხმის ნაცვლად უკანა ფეხებზე ჩაჯდა და ყვავილს ყნოსვა დაუწყო. სურნელით თავბრუდასხმული ზედაც არ უყურებდა გახელებულ მატადორს და აღელვებულ ბრბოს. ეს გახლავთ კურო, სილამაზის დამფასებელი.
კურთა უმეტესობას იტაცებს ხელოვნება, მუსიკა, მაგრამ, პირველ რიგში, მათ ადამიანის სხეულის სილამაზე ხიბლავთ. კურო ჩვეულებრივ ვნებიანი საყვარელია. ასტროლოგები ხშირად აცხადებენ, რომ კუროს მოპირდაპირე ნიშანი – ღრიანკალი – გაუმაძღარი პარტნიორია, მაგრამ, ჩემი აზრით, კურო ღრიანკალს აჭარბებს გაუმაძღრობით სქესობრივი აქტის დროს. ძირითადი განსხვავება მათ შროის იმაშია, რომ ინტელექტი ღრიანკალს ხშირად აიძულებს დაივიწყოს სქესობრივი ლტოლვა, რათა სხვა სფეროებში წარმატებებს მიაღწიოს. მაგრამ კუროს ისეთი ფიზიკური ძალა გააჩნია, რომ სქესობრივი აქტი თავისებური დამამშვიდებელია.
კურო მართავს ჰოროსკოპის მეორე სახლს, რომელსაც ხშირად ფულის სახლს ეძახიან, კურო მეტისმეტად მატერიალისტია, ხშირად ადგენს ფულის მომტან გეგმებს, მაგრამ პატივმოყვარე თხის რქას არა ჰგავს – იგი (კურო) დღევანდელი დღით ცხოვრობს.
კურო კომფორტის მონაა. მისი სახლი თანამედროვე დანადგარებით არის მოწყობილი, რაც მას და მის საყვარელ ადამიანებს ცხოვრებას უმსუბუქებს, კურომ ყველაფრის  ფასი იცის, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყიდვის დროს ისინი ფუფუნების საგნისაგან მისაღები სიამოვნების კოეფიციენტს ზომავენ.
ვენერას, კუროს პლანეტას, ხშირად ნაკლებად იღბლიანს ეძახიან, მაგრამ ეს „ნაკლებად“ უფრო იღბლიან იუპიტერთან შედარებით ითქმის, მაგრამ ვენერაც არ არის კუროს ცუდი შემწე. მას მოაქვს ბედნიერება და წარმატება. ის მატებს კუროს მიმზიდველობას მეგობრებისა და საყვარლების თვალში, ანიჭებს მომხიბვლელობას, რომელიც მისკენ მთელ ქვეყანას იზიდავს.
რადგან კურო არც ისე ინტელექტუალური ნიშანია, ვენერას გავლენით მას თვითკმაყოფილებისკენ – სხვა სიტყვებით, სიზარმაცისკენ მიდრეკილება გამოუმუშავდება. ის ხშირად ამბობს: „ვიცი, ყველაფერს მივაღწევ, ნამდვილად თუ მოვინდომებ, მაგრამ რაზე გავისარჯო?“ ეს ტრაბახი არ არის, კუროს მართალც ყველაფერის მიღწევა შეუძლია, რასაც მოინდომებს, მაგრამ ხშირად იგი თავის შესაძლებლოებს სჯერდება და სხვა მიზნებს აღარ ისახავს. ეს თვისება მისი გრძნობების დემონსტრაციულობის უქონლობაშიც ჩანს. კუროს არ ჩვევია მაამებლური კომპლიმენტების თქმა. კურო ხშირად პოეტურ მიმართვებს (პოეტური გრძნობები გააჩნია, მაგრა მათი გამოჩენა რცხვენია) ძვრიფასი საჩუქრებით ცვლის. თუმცა მისი საყვარლები მადლობლები არიან, მაგრამ კურომ უნდა სცადოს თავისი გრძნობები უფრო თვალსაჩინოდ გამოხატოს.
კუროს დიდი სასიცოცხლო ძალები აქვს, მაგრამ იშვიათად ხარჯავს მას პრაქტიკულ საქმეებზე. კურო, „ქვეყნის მარილი“ ყოველ ძალღონის დახარჯვაზე ფულად ანაზღაურებას ელის. საერთოდ, მიზნის მისაღწევად მის მიერ გაწეული ყოველი ღონისძიება უნდა დაჯილდოვდეს, თორემ კურო განაწყენდება, საქმის ინტერესს დაკარგავს. ვერაფერი შეუშლის ხელს დაწყებული  საქმის დამთავრებაში. სინამდვილეში, სიჯიუტე სერიოზული ნაკლია, რომელიც კუროს კარიერას საფრთხეს უქმნის.
კუროს უჭირს სხვების გაგება, მაგრამ, საერთოდ, კურო დადებითი ნიშანია. იგი გულითადია, თუმცა ცოტა მოსაწყენიც თავდაჭერილობისა და სიტყვა – ძვირობის გამო. კურო ყელით იმართება. კუროთა უმეტესობა უმალ იმღერებს და სხვის სიმღერას მოუსმენს, ვიდრე ილაპარაკებს. ბევრი მსახიობი, ტელევიზიისა და რადიოს დიქტორი (კურო) წარმატებას აღწევს, რადგანაც მათ პროფესიას ძლიერი, სასიამოვნო ხმა სჭირდება. კურო მწვავე სქესობრივ აღგზნებას განიცდის აუდიტორიის წინაშე სიყვის თქმის დროს, რადგანაც ყელის ნერვული დაბოლოებები დაკავშირებულია სხეულის ქვედა ნაწილთან, მათ შორის სქესობრივი ორგანოების ნერვულ დაბოლოებებთან. ამიტომ ამ პროფესიის ხალხი (კუროს ნიშნიანები) ხშირად აღიარებენ, რომ საჯარო გამოსვლის წინ  სექსისგან თავი უნდა შეიკავონ, რათა ხმა სექსუალური დაძაბვისაგან თავისუფალი იყოს.
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კუროს პიროვნება თანაბარ, თანმიმდევრულ დონეზე მოქმედებს, მაგრამ გახსოვდეთ: ნუ ეცდებით კურო თავისი ბილიკიდან გადააცდინოთ, თორემ მის შედეგებს იგემებთ.
ნანახია: 725 | დაამატა: AliGator | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები

 

love.tot.ge/index.php?url=aligatori.ucoz.ru
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

| Copyright MyCorp © 2024 | |